top_leaderboard

ზაზა შათირიშვილი: დღეს საქართველო ნამდვილად არის პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც მიდის თავისი გზით

“რუსულ-უკრაინული კონფლიქტი არ არის უბრალოდ რუსულ-უკრაინული კონფლიქტი. ეს არის დაპირისპირება გლობალურ ჩრდილოეთსა და გლობალურ სამხრეთს შორის. თუ გვინდა გადავრჩეთ, ზუსტად ისე დალაგდა ყველაფერი, რომ არც გლობალური სამხრეთის მხარეზე უნდა ვიყოთ და არც გლობალური ჩრდილოეთის”, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა „იმედის კვირასთან“ ისაუბრა. ის საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა.

„ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მივიღეთ ძალიან სერიოზული საბედისწერო გამოცდილება. დღეს ეს ყველაფერი თითქოს დაგროვდა, აკუმულირდა. ძალიან იშვიათად მქონია ისეთი განცდა, რომ ვხედავ – რაც ხდება, სწორია. დღეს საქართველო ნამდვილად არის პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც აქვს თავისი გადაწყვეტილება, თავისი ძალა, თავისი ძალისხმევა და მიდის თავისი გზით“, – მიიჩნევს შათირიშვილი.

 

 

ასევე იხილეთ