top_leaderboard

გიორგი მიქაუტაძის მე-5 გოლი!

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ კლუბში ზედიზედ მესამე მატჩში შეძლო გოლის გატანა. 23 წლის ფეხბურთელმა FC Metz-ისა და Le Havre-ს დაპირისპირებისას ანგარიში 46-ე წუთზე გახსნა.

ეს, საფრანგეთის ლიგა 1-ის ფარგლებში მიქაუტაძის მე-10, ხოლო ბოლო სამ მატჩში მე-5 გოლია.

13 აპრილს, საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურის მატჩში „მეცმა“ 2:1 „ლანსი“ დაამარცხა, მასპინძელთა გუნდის ორივე გოლი ქართველი ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე იყო, რის შემდეგაც, ის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

აგრეთვე დუბლი შეასრულა მიქაუტაძემ 7 აპრილს, საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში, სადაც მისმა გუნდმა „ბრესტთან“ ანგარიშით 3:4 წააგო. ეს, მიქაუტაძის პირველი დუბლი იყო „მეცის“ შემადგენლობაში.

ასევე იხილეთ