top_leaderboard

გიორგი ვოლსკი: საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და ვინც დღეს გაჰყვირის, რომ ამისათვის ეროვნული ინტერესების დათმობაა აუცილებელი, სწორედ ის უნდა ვამხილოთ დასავლური კურსის დისკრედიტაციაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის და რადიკალური ოპოზიციის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმიანება

მისი განცხადებით, საქართველო ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება, ხოლო ადამიანები, ვინც ევროინტეგრაციის სანაცვლოდ ეროვნული ინტერესების დათმობას ითხოვენ, სწორედ ისინი ახდენენ დასავლური კურსის დისკრედიტაციას.

“საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და ვინც დღეს გაჰყვირის, რომ ამისათვის ეროვნული ინტერესების დათმობაა აუცილებელი, სწორედ ის უნდა ვამხილოთ დასავლური კურსის დისკრედიტაციაში”, – წერს გიორგი ვოლსკი.

ასევე იხილეთ