top_leaderboard

ვლადიმერ ბოჟაძე: ჩემთვის ცოტა უცნაურია ადამიანები საქართველოში ევროპულ მომავალს იცავდნენ იმათთან ერთად, ვინც როცა ხელისუფლებაში იყვნენ 2012 წლამდე, არაფერი გაუკეთებიათ რომ დავახლოებოდით ევროკავშირს და NATO-ს

“ჩემთვის ცოტა უცნაურია ადამიანები საქართველოში ევროპულ მომავალს იცავდნენ იმათთან ერთად, ვინც როცა ხელისუფლებაში იყვნენ 2012 წლამდე, არაფერი გაუკეთებიათ რომ დავახლოებოდით ევროკავშირს და ნატოს”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენ არ მიგვეღო ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი

„ჩემთვის ცოტა უცნაურია ადამიანები საქართველოში ევროპულ მომავალს იცავდნენ იმათთან ერთად, ვინც როცა ხელისუფლებაში იყვნენ 2012 წლამდე, არაფერი გაუკეთებიათ რომ დავახლოებოდით ევროკავშირს და ნატოს. იცავდნენ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც სინამდვილეში მერე უკვე, როცა ოპოზიციაში იყვნენ, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენ არ მიგვეღო ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი. ეს ადამიანები ხომ ეხვეწებოდნენ სტრასბურგში და ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებს, რომ არ მოაწეროთ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი, არ მისცეთ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა ქართულ ბიზნესს, რომ არ ვართ ჩვენ კანდიდატის სტატუსის ღირსები და არ ქნათ ეს. ამათთან ერთად, როგორ შეიძლება იცავდე ევროპულ მომავალს და იცავდე ვისგან?! იმ ხელისუფლებისაგან, რომელმაც ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთეები ჩვენ ქვეყანას მოუტანა?! ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავია. დამერწმუნეთ, ყველა იმ კანდიდატი ქვეყნიდან, ვინც დღეს ელოდება კავშირის წევრობას, საქართველო იქნება ყველაზე დამსახურებული, რომელიც 2030 წელს, როდესაც თავად ევროკავშირი მზად იქნება გაფართოებისთვის, გახდება ევროკავშირის წევრი, იყოს ერთ კანონზე დამოკიდებული?! თუ მხოლოდ ერთი კანონის მიღება ან არმიღება იყო საკმარისი აქამდე, ან მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურება და სურვილი საკმარისი იქნებოდა, მაშინ რატომ გვჭირდებოდა ჩვენ ამდენი ვალდებულების შესრულება, ამდენი რეფორმის გატარება?! რატომ შევასრულეთ 12 რეკომენდაცია, რატომ დაგვემატა 9 ნაბიჯი და ა.შ.“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ასევე იხილეთ