top_leaderboard

პრემიერი: გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული, მაგალითად, ის რომ მთავრობა არის სრულად გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განვიხილავთ

შარშან იტყუებოდნენ და წელსაც იტყუებიან, რომ თითქოს ისედაც გამჭვირვალეა, თითქოს სახელმწიფო უწყებებს ისედაც მიეწოდებოდათ ყველა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით რაც საპარლამენტო განხილვებმაც დაადასტურა რომ ტყუილი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული და ყველაზე თანაბრად ვრცელდება – მტერზეც და მეგობარზეც.

„ჩვენი ამოვიღეთ 7 ყველაზე მდიდარი ენჯეობის მონაცემები და გაირკვა, რომ ამ ორგანიზაციების ფინანსები მაქსიმუმ 18 % იყო არა გამჭვირვალე, არამედ ხელმისაწვდომი სახელმწიფო უწყებებისთვის. რაც შეეხება საჯაროობას, ამ თანხების ნული პროცენტია საჯარო. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი იკავებს საკუთარი ფინანსების გასაჯაროებისგან. უნდა დაისვას მარტივი კითხვა – როდესაც ფულს იღებ და ხარჯავ, რატომ არ უნდა გინდოდეს ამ ფულის საზოგადოებისთვის ჩვენება? რატომ უმალავ ამას საზოგადოებას? რატომ არ გინდა, საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი იყოს გამჭვირვალე თუ საკუთარ კეთილსინდისიერებაში დარწმუნებული ხარ. ამასთან დაკავშირებით პასუხი არ არსებობს. ზოგადად გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული, მითუმეტეს ვერ გაარჩევს გამჭვირვალობა ერთმანეთისგან მტრებს და მეგობრებს. ყველაზე თანაბრად ვრცელდება გამჭვირვალობა, მტერზეც და მეგობარზეც. ის, რო აქართველოს მთავრობა მაგალითად არის სრულად გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე, იცით, რომ ჩვენ ვაქვეყნებთ ყველა სამთავრობო განკარგულებას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განვიხილავთ. გამჭვირვალობა არის პირველ რიგში მეგობრების პასუხისმგებლობა“, – განაცხადა კობახიძემ.

 

ასევე იხილეთ