top_leaderboard

თამთა მეგრელიშვილი: “გამჭვირვალობის კანონპროექტი” მხოლოდ ფინანსური დეკლარაციის შევსებას გულისხმობს, რაც არ აწყობთ ოპოზიციურ სპექტრს და მათთან დაკავშირებულ არასამთავრობოებს – უსამშობლობა განკურნებას არ ექვემდებარება

“ოპოზიციური სპექტრის უარგუმენტო დაპირისპირება უკვე აღიარებაა იმისა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი” მხოლოდ ფინანსური დეკლარაციის შევსებას გულისხმობს და სწორედ ეს არ აწყობთ ოპოზიციურ სპექტრს და მათთან დაკავშირებულ არასამთავრობოებს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ოპოზიციის პოლიტიკური დიაგნოზი უსამშობლობა, განკურნებას არ ექვემდებარება და გადაზრდილია პოლიტიკურ აშლილობაში. როგორც მეგრელიშვილი განმარტავს, მათი პოლიტიკური დღის წესრიგი უპირისპირდება სახელმწიფოს იდეას, სუვერენიტეტს, ეროვნულ ღირსებას და შესაბამისად, უმრავლესობა ამას ვერ გაიზიარებს.

“ოპოზიციური სპექტრის უარგუმენტო დაპირისპირება უკვე აღიარებაა იმისა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი” მხოლოდ ფინანსური დეკლარაციის შევსებას გულისხმობს და სწორედ ეს არ აწყობთ ოპოზიციურ სპექტრს და მათთან დაკავშირებულ არასამთავრობოებს.
ასევე ამ ძალის პოლიტიკური დიაგნოზი უსამშობლობა, განკურნებას არ ექვემდებარება და გადაზრდილია პოლიტიკურ აშლილობაში სახელწოდებით -ჩვენ ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ ევროპის შიშით.

დაე, ნუ გვექნება სუვერენიტეტი, დაე, პარტნიორებმა განსაზღვრონ ის თუ რა კანონები უნდა მოქმედებდეს ჩვენს ქვეყანაში, დაე, გავაუქმოთ დაზვერვისა თუ კონტრდაზვერვის სამსახურები, მოვშალოთ უსაფრთხოების სისტემა და ჩვენს პარტნიორებს გადავაბაროთ ქვეყანა უკეთესი მმართველობის იმედით და მათ ვაჩუქოთ საქართველო თავისი სუვერენიტეტით.

ეს არის გამჭვირვალობის კანონის პროექტის მიუღებლობის მთავარი მოტივი, ოპოზიციური ძალების მთავარი დავალება, არ დამკვიდრდეს გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტი, არ გაძლიერდეს სუვერენიტეტი და არ შეიქმნას უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევების გადაზღვევის მექანიზმები.
მათი პოლიტიკური დღის წესრიგი უპირისპირდება სახელმწიფოს იდეას, სუვერენიტეტს, ქვეყნის ეროვნულ ღირსებას და ვერ იქნება გაზიარებული უმრავლესობის მიერ.

აღნიშნულ კანონს უმრავლესობა მიიღებს, რევოლუციისთვის საგანგებოდ მომზადებული ქუჩაში მდგომნი, კი ხართ მაგალითი იმისა, თუ რამხელა ფინანსებია გადმოსროლილი და რა “დიდი” გეგმები აქვთ დაუძინებელ მეგობრებს საქართველოში.” – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ასევე იხილეთ