top_leaderboard

მაკა ბოჭორიშვილი დევი ჭანკოტაძის განცხადებაზე: ამ ადამიანებს არ სურთ ნორმალური, დემოკრატიული პროცესი ჩვენს ქვეყანაში

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან დევი ჭანკოტაძის განცხადება შეაფასა.

„დევი ჭანკოტაძის განცხადება ნიშნავს ჩვენი საზოგადოების შანტაჟს და იმას, რომ ამ ადამიანებს არ სურთ ნორმალური, დემოკრატიული პროცესი ჩვენს ქვეყანაში. ესენი [„ნაციონალური მოძრაობა“] არიან დემოკრატიის წინააღმდეგ, ქართველი ხალხის მიერ აზრის გამოხატვის წინააღმდეგ და ყველაფრის წინააღმდეგ, რაც საფუძველს ქმნის ნორმალური, სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

გუშინდელ პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დევი ჭანკოტაძემ განაცხადა: „ჩემი, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება“.

ასევე იხილეთ