top_leaderboard

ვასილ მაღლაფერიძე: პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ახლა პარლამეტის გაუქმებას ცდილობენ და ასე ევროპაში კი არ წავალთ, ძლივს შეკოწიწებულ სახელმწიფოს ძირს გამოვუთხრით და დავშლით

თუ ეს კანონი მართლაც მიუღებელია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, რამდენიმე თვეში არჩევნებია და მოსახლეობა ისეთ პარლამენტს აირჩევდა, რომელიც შეცვლიდა ამ კანონს, თუ არა ვიცხოვრებდით ამ კანონით“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

ვთქვათ და საქართველოს პარლამენტს შიგნიდან ძალადობით და გარედან ზეწოლით ხელი გადაუგრიხეს და ასე ძალის-ძალად ეს კანონი არ მიაღებინეს, ეს ვინმეს დემოკრატია და ევროპული გზა ჰგონია?!

ანუ ჩვენი პარლამენტი აღარ გვჭირდება?!

საერთოდ აზროვნებაც აღარ გვჭირდება?! 

ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო, ხშირ-ხშირად რომ ვიმეორებდით, ასე ღიად ქარს გავატანეთ?!

გარედან გვეტყვიან, როგორ უნდა ვიცხოვროთ საკუთარ ქვეყანაში?

რა უნდა დააშავოს რომელიმე კანონმა ისეთი, რა დარტყმასაც იღებს სახელმწიფო იმით, რომ ისედაც კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი სხვა სახელმწიფოების მეთაურებს მიმართავს, ზემოქმედება მოახდინეთ ჩემს ქვეყნის პარლამენტზე, რომ მან რომელიღაც კანონი არ მიიღოსო.

გამოდის, არც კონსტიტუცია ნიშნავს რამეს, არც პრეზიდენტი და არც პარლამენტი!

თუ ეს კანონი მართლაც მიუღებელია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, რამდენიმე თვეში არჩევნებია და მოსახლეობა ისეთ პარლამენტს აირჩევდა, რომელიც შეცვლიდა ამ კანონს, თუ არა ვიცხოვრებდით ამ კანონით.

ევროპული დემოკრატია ასე მუშაობს და ამიტომ გვინდა ევროპა.

მაგრამ თუ ძალადობის გზით აიძულეს პარლამენტს რაიმეს მიღებას ან არმიღებას, ამით, ფაქტობრივად, ვაუქმებთ პარლამენტს.

პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ახლა პარლამეტის გაუქმებას ცდილობენ და ასე ევროპაში კი არ წავალთ, ძლივს შეკოწიწებულ სახელმწიფოს ძირს გამოვუთხრით და დავშლით.

P.S. ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა რომ ჩვეულებრივი ამბავი გახდა და ამით შეშფოთებულთა ხმები რომ არ ისმის, ვითომ ესეც ევროპისკენ სლვის ნიშანია?! – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

ასევე იხილეთ