top_leaderboard

ლაშა ბასლანძე: ჩემთვის ევროპა გამჭვირვალობაა, რუსეთია ცენზურა

„ჩემთვის ევროპა გამჭვირვალობაა, მე ბავშვობიდან ვცხოვრობ იქ, ვიზრდებოდი, ვსწავლობდი იტალიაში და ცენზურა არ არის ევროპა. ცენზურა რუსეთია”, – ამის შესახებ პროდიუსერმა ლაშა ბასლანძემ გადაცემაში „იმედი LIVE”-ში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„არ მესმის, რატომ არავის აინტერესებს, იქნებ ვიღაც რუსეთიდან ფინანსდება. მივიღებთ კანონს და ბოლოს თვითონ გამოიყენებენ ამ კანონს და შეაქებენ კიდეც. მე მაინტერესებს, რაში იხარჯება ეს ფული, ყველამ უნდა ვიცოდეთ. ხომ შეგვპირდნენ შარშან, გამჭვირვალე იქნებაო ენჯეოების დაფინანსება, რატომ არ შეასრულეს პირობა?“, – განაცხადა ბასლანძე.

ასევე იხილეთ