top_leaderboard

გია ცაგარეიშვილი: წარმოუდგენელია, მედიას ასე მოექცე, განასხვაო ის პოლიტიკური გემოვნებით და ანგარიში გაუსწორო

„ჩემთვის წარმოუდგენელია, მედიას ასე მოექცე, განასხვაო ის პოლიტიკური გემოვნებით და მას ანგარიში გაუსწორო. ამხელა ხალხში დარჩენილ ერთ ჟურნალისტს ერთი ოპერატორით შეურაცხყოფა მიაყენო – ეს არაფერში წერია”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„დღეს ერთი ჩემი კოლეგა იხსენებდა, მე როცა ოპოზიციაში ვიყავი, იმჟამინდელ ხანგრძლივ პროტესტებს, რომელიც მოიცავდა ერთ, ორ, სამ თვეს. მაშინ ჩვენ ვამაყობდით იმით, რომ ხიდან ერთი ფოთოლიც არ ვარდებოდა ჩვენს მიტინგებსა და მასობრივ მსვლელობებზე. ასიათასობით ადამიანი გამოდიოდა მაშინ გასაპროტესტებლად თბილისის ქუჩებში და არა მხოლოდ – ყველას ვემუდარებოდით, ყველასთან გვქონდა ერთი სათხოვარი, რომ არავითარი აგრესია არ უნდა ყოფილიყო არავის მიმართ, განსაკუთრებით ჟურნალისტების მიმართ. ჩემთვის წარმოუდგენელია, მედიას ასე მოექცე, განასხვაო ის პოლიტიკური გემოვნებით და მას ანგარიში გაუსწორო. ამხელა ხალხში დარჩენილ ერთ ჟურნალისტს ერთი ოპერატორით შეურაცხყოფა მიაყენო – ეს არაფერში წერია. ეს რომ ქართულ ტრადიციაში არ წერია, ამაზე საუბარი არც ღირს. ასე არ კეთდება პოლიტიკა, ჩვენი ქართული მასობრივი პროტესტის ისტორიას ასეთი რაღაცები, რა თქმა უნდა, ახსოვს, მაგრამ ზღვარგადასული აგრესია, გამოხატული, სავარაუდოდ, არა მხოლოდ თქვენი ჟურნალისტების მიმართ, არამედ იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც მათგან განსხვავებულ აზრს გამოხატავენ. ამაშია მათ შორის ჩადებული ეს ალგორითმი მყისიერი, აგრესიული აქციების, შეჭრების, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის, ჟურნალისტების ცემის, შეურაცხყოფის, პოლიციელებზე თავდასხმის – ეს არის სხვა ალგორითმი. ჩვენს პროტესტში ეს ალგორითმი არ იყო, ამას უკიდურესად ვერიდებოდით და არასოდეს ზღვარგადასული აგრესია არ გამოგვიხატავს არავის მიმართ, არც იმჟამინდელი სამთავრობო მედიის მიმართ, რომელიც თავაშვებულ, აწყვეტილ პროპაგანდას ეწეოდნენ“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ასევე იხილეთ