top_leaderboard

თამთა მეგრელიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს დევი ჭანკოტაძეს ოპოზიციური სპექტრი პოლიტიკურ ძელზე გააკრავს, რადგან, მან ოპოზიციის გეგმა გასცა – არის ინფორმაცია, რომ იგეგმება შეკრებილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთის სიკვდილი

„ესეც წამოცდენათა სერიიდან არის! „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს დევი ჭანკოტაძეს დღეს ოპოზიციური სპექტრი პოლიტიკურ ძელზე გააკრავს, რადგან ამ კაცმა ოპოზიციის გეგმა ღიად გასცა,“ – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დევი ჭანკოტაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება“.

მეგრელიშვილის თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ იგეგმება ერთ-ერთი ახალგაზრდის სიკვდილი, რათა მოქმედი ხელისუფლება „ააყირაონ”.

ის ასევე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, გაფრთხილდნენ, ვინაიდან ოპოზიციისთვის მხოლოდ სატყუარას წარმოადგენენ.

„ესეც წამოცდენათა სერიიდან არის! „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს დევი ჭანკოტაძეს დღეს ოპოზიციური სპექტრი პოლიტიკურ ძელზე გააკრავს, რადგან ამ კაცმა ოპოზიციის გეგმა ღიად გასცა. არის ინფორმაცია, რომ იგეგმება შეკრებილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი ახალგაზრდის სიკვდილი, რადგან ანტისახელმწიფოებრივ ძალებს მიაჩნიათ, რომ ფატალური შედეგი მარტივად ააყირავებს მოქმედ ხელისუფლებას. შესაბამისი სამსახურები დარწმუნებული ვარ ყველა ზომას მიიღებენ, მაგრამ ახალგაზრდებო, უშინაარსო პროტესტს აყოლილო ადამიანებო, გაფრთხილდით, თქვენ ოპოზიციისთვის მხოლოდ პოლიტიკურ ანკესზე წამოგებული უმნიშვნელო სატყუარა ხართ,” – წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუკზე.

ასევე იხილეთ