top_leaderboard

გია აბაშიძე: საქართველო ვერასდროს აიტანს ვასალურ მიდგომას იმაზე, თუ რა კანონი მიიღოს, ვინ გასამართლდეს, ვინ დაინიშნოს და ა.შ. მითუმეტეს, რომ მოწოდება მოდის აშშ-დან, სადაც უზენაესი სასამართლოს მიმართ ნდობა ამერიკელების მხოლოდ 25%-ს აქვს

„ადგილობრივი ანგაჟირებული, რევანშისტი “ექსპერტ-არასამთავრობოების” ე.წ. ანგარიშებზე დაყრდნობით სანქციების დაწესება მიუღებელია და მყარი მტკიცებულებების გარეშე სანქცირებულთა პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნა, კიდევ უფრო მეტად უსამართლო და სტრატეგიული პარტნიორობის კალაპოტიდან ამოვარდნილი“, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას სანქცირებულ მოსამართლეებზე.

ანალიტიკოსის თქმით, საქართველო არის სუვერენული, დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა და ამასთან, მადლიერი უანგარო საგარეო დახმარებებისთვის, მაგრამ ვერასდროს აიტანს ვასალურ მიდგომას იმაზე, თუ რა კანონი მივიღოთ, ვინ გასამართლდეს, ვინ დაინიშნოს და ა.შ., მითუმეტეს, რომ მოწოდება მოდის იმ ქვეყნიდან, სადაც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიმართ ნდობა (Gallup-ის კვლევა) ამერიკელების მხოლოდ 25%-ს აქვს.

„ვიზებით უსაფუძვლოდ სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის ბოლო განცხადებაზე:

გრძელდება ის არაადეკვატური დამოკიდებულება საქართველოსადმი, რასაც ეწოდება “NGO Georgia”. ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული, დემოკრატიული, თავისუფალი და ამასთან, მადლიერი უანგარო საგარეო დახმარებებისთვის, მაგრამ ვერასდროს აიტანს ვასალურ მიდგომას იმაზე, თუ რა კანონი მივიღოთ, ვინ გასამართლდეს, ვინ დაინიშნოს და ა.შ.

ადგილობრივი ანგაჟირებული, რევანშისტი “ექსპერტ-არასამთავრობოების” ე.წ. ანგარიშებზე დაყრდნობით სანქციების დაწესება მიუღებელია და მყარი მტკიცებულებების გარეშე სანქცირებულთა პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნა, კიდევ უფრო მეტად უსამართლო და სტრატეგიული პარტნიორობის კალაპოტიდან ამოვარდნილი.

მოცემულობას კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ მოწოდება მოდის იმ ქვეყნიდან, სადაც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიმართ ნდობა (Gallup-ის კვლევა) ამერიკელების მხოლოდ 25%-ს აქვს.

ამ გზავნილით მე და თანამოაზრეები ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილში ისეთივე „ანტიამერიკელები” ვართ, როგორც აშშ-ის ის მოქალაქეები, რომლებიც ოფიციალური ვაშინგტონის რიგ უსამართლო პოლიტიკებს თავისუფლად აკრიტიკებენ“, – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ